აეროპორტის ტერიტორიაზე, საიდანაც

აეროპორტის ტერიტორიაზე, საიდანაც "ერისიონის" წევრები უნდა გამოვიდნენ, უმარავი პოლიციელი შეიყვანეს

სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონი" რუსეთიდან უკვე დაბრუნდა. მათი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა . 

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აეროპორტიდან იუწყება, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ანსამბლის წევრები უნდა გამოვიდნენ, უმარავი პოლიციელი შეიყვანეს. ისინი, სავარუდოდ, ანსამბლის წევრებისთვის კორიდორს გააკეთებენ, რათა უსაფრთხოება დაცული იყოს.

აეროპორტში უამრავი მოქალქეა შეკრებილი, რის გამოც ვერ ხერხდება ზუსტად გარჩევა, ვინ არის აეროპორტში მისული ამსანბლის მხარდასაჭერად და ვინ - მათი რუსეთში გასტროლების გასაპროტესტებლად. აეროპორტში პოლიციელთა სიმრავლეც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.