საზმაუწყებლის გენდირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 12 კანდიდატია დარეგისტრირებული

საზმაუწყებლის გენდირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 12 კანდიდატია დარეგისტრირებული

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ამ დროისთვის 12 კანდიდატია დარეგისტრირებული . 

მათი ნაწილი სხვადასხვა დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო. დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის არის მეგი თავდუმაძე, რომელიც გასული წლის დეკემბერში გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსშა მონაწილეობდა. დეკემბერში თავდუმაძე მეორე ტურში გადავიდა და ხუთეულში მოხვდა, თუმცა საბოლოდ, სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩია. კერძოდ, საბჭოს ცამეტი წევრის 8 ხმა გიორგი ბარათაშვილს ერგო, 3 ხმა მიიღო ნათია აბრამიამ, ხოლო 2 ხმა ერგო მეგი თავდუმაძეს.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სამეთვალყურეო საბჭომ 4 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა. საბჭომ ვაკანტურ პოსტზე ღია კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ორ ტურად გაიმართება. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის ინფორმაციით, საბჭოს კანონი ავალდებულებს, ახალი გენერალური დირექტორი არა უგვიანეს 4 აპრილისა დანიშნოს.