ემი ვაინჰაუსის დაბრუნება

ემი ვაინჰაუსის დაბრუნება

ბრიტანული გამოცემა “The Sun”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გაყიდვაში გამოვა ცნობილი ინგლისელი მომღერლის ემი ვაინჰაუსის ახალი ალბომი. ამ ჩანაწერის სახელწოდებაა “Lioness: Hidden Treasures”. მასში წარმოდგენილი იქნება მუსიკოსის მიერ 2002-დან 2011 წლამდე ჩაწერილი და დღემდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები.

 

ამ ალბომში შემდეგი 12 კომპოზიცია შევიდა.

 

1. Our Day Will Come

 

2. Between the Cheats

 

3. Tears Dry

 

4. Wake Up Alone

 

5. Will You Still LOve Me Tomorrow

 

6. Valerie

 

7. Like Smoke (რეპერ Nas-თან ერთად)

 

8. The Girl from Ipanema

 

9. Halftime

 

10. Best Friends

 

11. Body and Soul (ტომი ბენეტთან ერთად)

 

12. A Song for You

 

საინტერესოა, რომ თითოეული გაყიდული ალბომიდან შემოსული ერთი ფუნტი სტერლინგი ჩაირიცხება მომღერლის მამის, მიტჩ ვაინჰაუსის მიერ ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე. ეს ორგანიზაცია ემი ვაინჰაუსის სახელს ატარებს და მოზარდებს პირადი ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში ეხმარება.

 

მიმდინარე წლის 23 ივლისს, 27 წლის ემი ვაინჰაუსი, ჩრდილოეთ ლონდონის უბან კემდენში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ექიმების ვერდიქტით, ვაინჰაუსის სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღება და ამისგან გამოწვეული მოწამვლა გახდა.

 

მუსიკოსს თავის დროზე ორი სტუდიური ჩანაწერი ჰქონდა გამოშვებული. “Frank”-მა დღის სინათლე 2003 წელს იხილა, “Back to Black” გაყიდვაში 2006 წელს გამოვიდა.