1906 წელს სან-ფრანცისკოს მცხოვრებლებმა ძლიერი მიწისძვრა გადაიტანეს. 18 აპრილს იქ საგასტროლოდ იმყოფებოდა ენრიკო კარუზო, რომლის სამსახიობო კარიერა მხოლოდ იწყებოდა.
მიწისძვრის პირველი ტალღის შემდეგ, რომელიც დილის ხუთ საათზე მოხდა, კარუზოს მეგობრები სასტუმროსაკენ გაეშურნენ.
ნახევრად დანგრეულ სასტუმროშო კარუზო დახვდათ თავზე სველი პირსახოცითა და ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათით ხელში. მის მახლობლად ეყარა შუშის ნატეხები და დამტვრეული ბათქაში.
სხვებთან ერთად მომღერალთან მისი იმპრესარიო ფორტუნე გალოციც მივიდა. მას რამდენიმე დღის წინ კარუზოსთან კამათი მოუვიდა. ენრიკო ამტკიცებდა, რომ ტენორის მაღალ ნოტებს შეუძლია შუშა დაამტვრიოსო.
იმპრესარიო რომ დაინახა, კარუზომ დაანახა ნამსხვრევები და უთხრა:
- გეუბნებოდი თუ არა, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩემს ყველაზე მაღალ ნოტებს ავიღებ.