გამოცემა “Irish Times”-ის ინფორმაციით, ჯგუფების “Blur” და “Gorillaz”-ს ლიდერმა დეიმონ ალბარნმა ახალი პროექტი განახორციელა.
მუსიკოსმა ჯგუფი “Red Hot Chili Peppers”-ის ბას-გიტარისტთან ფლისთან და მედოლე ტონი ალენთან ერთად ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა. მისი სახელწოდებაა “Rocketjuice And The Moon”.
ამ ჯგუფის პირველი ნათლობა დღეს შესდგება. მუსიკოსები ლონდონში კონცერტს ჩაატარებენ. პირველ სტუდიურ ალბომს კი 2012 წლის ზაფხულში გამოუშვებენ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დეიმონ ალბარნი ძალიან დაკავებულია.
რამდენიმე ხნის წინ მუსიკოსს სერ პოლ მაკარტნი დაუკავშირდა. მაკარტნის სურს, რომ “Gorillaz”-სთან ერთად 1970 და 1980 წლებში გამოშვებული ალბომები, “Mc Cartney” და “Mc Cartney 2” ხელახლა ჩაწეროს.
დეიმონ ალბარნი სახელოვანი კოლეგის წინადადებას დიდი სიხარულით დაეთანხმა. მუსიკოსები ახალ ალბომზე მუშაობას რამდენიმე თვეში შეუდგებიან.
ცოტა ხნის წინ “Gorillaz”-ს ლიდერი აფრიკაში იმყოფებოდა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახალი მუსიკალური ალბომი ჩაწერა. ამ სტუდიური ჩანაწერის გაყიდვისაგან მიღებული მთელი შემოსავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია “Oxfam”-ს გადაეცემა. ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე სიღარიბის პრობლემების გადაჭრას ცდილობს.
დეიმონ ალბარნთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობა მიიღეს პროდიუსერმა დენიელ ნაკამურამ, ლეიბლი XL-ის დამფუძნებელმა რიჩარდ რასელმა, დიჯეი დარელ კანინგემმა, მულტიინსტრუმენტალისტმა Kwes-მა და რამდენიმე სხვა მუსიკოსმა.