ბრიტანელი მსახიობი, 21 წლის ემა უოტსონი კინოს მოყვარულებმა ჰარი პოტერის სერიალში, ჰერმიონა გრეინჯერის როლით გაიცნეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ კინოსერიალის წყალობით უოტსონი გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის გარდა ის დასახელდა ბოლო ათწლეულის ყველაზე შემოსავლიან მსახიობად.
შვიდივე ფილმმა ნორჩ ჯადოქარზე მსოფლიო კინოგაქირავებაში 7.4 მილიარდი დოლარი მოაგროვა.
უოტსონის შემდეგ მეორე ადგილი მისმა პარტნიორმა და “მასწავლებელმა” მეგი სმიტმა დაიკავა. ამ “ოსკაროსანი” ქალბატონის სიაში, “ჰარი პოტერის” გარდა სურათები “გოსფორდ-პარკი” (გაქირავების შემოსავალი 88 მილიონი დოლარი) და “ქალური სოლიდარობის ღვთიური საიდუმლოებანი” (74 მილიონი დოლარი) ირიცხება.