ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული კადრები მის საქმეში არსებითად არაფერს ცვლის . როგორც გაგი მოსიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, კადრებში ნათლად ჩანს, რომ ყველაფერი კანონდარღვევით მოხდა. მისივე თქმით ვიდეომასალა სპეცოპერაციიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ არის გადაღებული.
"გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ მანქანაში მჯდომ ადამიანებს არ უსვრიათ. სროლა გარედან შიგნით მოხდა და ამას კადრებში ნაჩვენები ავტომობილიც მოწმობს", - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
მისივე თქმით, როცა ვაზაგაშვილს კრიმინალური დაჯგუფების წევრად მოიხსენიებენ, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან ის არასოდეს ყოფილა ნასამართლევი.
ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კადრები გუშინ სტუდია "ობიექტივმა" გაავრცელა.