სარფში, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ოქროს შემოტანის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, 27 თებერვალს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოსვლის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული ოქრო საქართველოს მოქალაქე ე.მ-ს, თურქეთიდან შემოჰქონდა.
ოქროს ღირებულება, სავარაუდოდ, 15 000 ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.