საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ნატო-ში შეხვედრებს გამართავს . როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი თეა წულუკიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუსა და კავკასიასა და შუა აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდება.
დღესვე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც თეა წულუკიანი სიტყვით გამოვა. მოხსენების თემა საქართველოში სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები იქნება. გამოსვლის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრი კომისიის წევრთა შეკითხვებსაც უპასუხებს.
თეა წულუკიანი ნატო-ში შეხვედრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად გამართავს.