სოციალური მომსახურების სააგენტოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოე ქინქლაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს . 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული სამინისტროდან აცნობეს, ნოე ქინქლაძე განცხადებას გააკეთებს. იგი ისასუბრებს იმ გარემოებებზე, თუ რატომ მოხდა სოციალურად დაუცველთა ბაზიდან 12 ათასი პირის ამოღება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბაზიდან ამოღებულ პირთა შორის იყვნენ ისეთები, რომელთაც შემოსავლები, მანქანა და ზოგიერთს იპოთეკით დატვირთული რამდენიმე ბინა გააჩნდათ.