რამდენიმე დღის წინ, მუსიკალურმა გამოცემამ ”Metal Hammer” საკუთარ მკითხველებს შორის ერთი გამოკითვა ჩაატარა. მათ უნდა დაესახელებინათ ბოლო 25 წლის განმავლობაში საუკეთესო სადებიუტო ალბომი.
გამოკითხვაში 16 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ პირველი ადგილი მეტალ-როკ ჯგუფი ”Slipknot”-ის ამავე დასახელების სტუდიურ ჩანაწერს მიაკუთვნეს. ამ ალბომმა დღის სინათლე 1999 წელს იხილა.
მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა ჯგუფი ”Korn”-ის ასევე ამავე დასახელების დისკი. ის გაყიდვაში 1994 წელს გამოვიდა.
საპატიო მესამე ადგილი კი ჯგუფი ”Gun N’Roses”-ის ნამუშვარმა ”Appetite For Destruction” დაიკავა.
”Mettal Hammer”-ის მკითხველების ვერსიით, ბოლო 25 წლის განმავლობაში საუკეთესო სადებიუტო ალბომების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. Slipknot – “Slipknot”
2. Korn – “Korn”
3. Guns N’Roses – “Appetite For Destruction”
4. Rammstein – “Herzeleid”
5. Pantera – “Cowboys From Hel”
6. System Of A Down – “System Of A Down”
7. Linkin Park – “Hybrid Theory”
8. Machine Head – “Burn My Eyes”
9. Bullet For My Valentine – “The Poison”
10. Rage Against The Machine – “Rage Against The Machine”