ჯონ მილერი, “The Wall Street Journal”
ბრიუსელი – რუსეთმა და ევროკავშირმა პარასკევს განაცხადეს, რომ გააუქმეს ის უკანასკნელი ორმხრივი დაბრკოლებები, რაც ხელს უშლიდა მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
იმით, რომ მხარეებმა 17 წლიანი მოლაპარკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს, მსო-ს გარეთ დარჩენილი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მართლაც რეალური გახდა.
ბოლო დაბრკოლება რუსეთის მტრის, საქართველოს პოზიციაა. თბილისი ჟენევაში მდებარე ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და მის რიგებში მოსახვედრად ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. საქართველო მოსკოვის მიღებაზე ვეტოს უფლების გამოყენებით იმუქრება.
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისკენ კუს ნაბიჯებით მიიწევდა, მაგრამ პარასკევს გამოცხადებული შეთანხმება ხელს უწყობს ბევრი დაბრკოლების გადალახვას, რაც წლების განმავლობაში პირველად, რეალურს ხდის მის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ამბობენ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ჩინოვნიკები და ანალიტიკოსები.
„მხოლოდ დღეს გამოიყურება რეალურად ის, რომ მოსკოვი ორგანიზაციაში 2012 წელს გაწევრიანდება“, – მიაჩნია Mayer Brown LLP-ის ჩიკაგოს ბიუროს იურისტს სავაჭრო საკითხებში ნიკოლოზ მიზულინს.
რუსეთი ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორებში მოცულობით მესამე ქვეყანაა. მათ შორის სავაჭრო ბრუნვამ შარშან 306,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიღწეული შეთანხმება აუქმებს ზოგიერთ ისეთ შეზღუდვას, რაც საქონლის ბრუნვას გაზრდის.
რუსეთი გადასახადით ბეგრავს ავტომობილების მწარმოებლებს, მათ შორის დასავლურ კომპანიებს General Motors-ს და Volkswagen-ს, რომლებიც ავტონაწილებს ადგილობრივი მწარმოებლებისგან არ ყიდულობენ. რუსეთის მთავრობა კომპომისის სახით დათანხმდა იმას, რომ თუკი ევროკავშირიდან ამ საავტომობილო ნაწილების იმპორტი შემცირდება, ის ბლოკს დამატებით საგადასახადო შეღავათებს მისცემს.
რუსეთმა განაცხადა, რომ „უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში“ ის გადასახადებისგან გაათავისუფლებს ევროპულ თვითმფრინავებს, რომლებიც ციმბირზე იფრენენ. ეს შეთანხმება ევროპელ ავიაკომპანიებს წელიწადში ასობით მილიონ ევროს დაუზოგავს.
ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ კარგ შედეგებს მიაღწია ისეთ საკითხებში, როგორებიცაა „უფრო გამჭვირვალე და მკაფიო წესები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე და კვების პროდუქტებზე რუსეთიდან, და ასევე ტყის ექსპორტთან დაკავშირებული კვოტების დასაშვები რეჟიმის შეთანხმების საკითხში“.
„ჩვენ შევთანხმდით დარჩენილ საკითხებზე, გავუხსენით რა გზა რუსეთს იმისთვის, რომ ამ წლის ბოლომდე ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწვრიანდეს“, – განაცხადა კარელ დე გიუჰტმა, ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ პროცესის დასრულებას შესაძლოა მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ დე გიუჰტს ოპტიმიზმისთვის ყველა საფუძველი აქვს.
სავაჭრო წარმომადგენლები ჟენევაში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მომავალ კვირას შეიკრიბებიან. მათ ის 700 გვერდიანი ანგარიში უდა განიხილონ, რომელიც საბაჟო კოდექსის ცვლილების საკითხში რუსეთის მიღწევებზე მოწმობს. პროგრესი „არსებითია“ და ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, განაცხადეს წარმომადგენლებმა.
რეგულარული შეხვედრები ნოემბრში 15 დეკემბერს დაგეგმილი მინისტერიალის წინ დაიწყება. თუკი რუსეთის წევრობას ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ, რუსეთს გადაწყვეტილების რატიფიკაციისთვის ნახევარი წელი ექნება, რის შემდეგაც მის ფორმალურ გაწევრიანებამდე ერთი თვე დარჩება.
„ტექნიკური სამუშაო მაღალ დონეზეა შესრულებული. ახლა ჯერი საქართველოზეა“, – განაცხადა მსო-ს წარმომადგენელმა.
საქართველოს, რომელსაც თავისი ტერიტორიების დათმობა არ სურს, მოითხოვს, რომ რუსეთმა შეზღუდოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის საზღვრებზე სავაჭრო კონტროლი. საქართველოს ამ ორ აჯანყებულ რეგიონს რუსეთი აკონტროლებს და ამ ანკლავების გამო 2008 წელს მათ შორის ხანმოკლე ომი გაჩაღდა.
შვეიცარია ჟენევის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა და ცდილობდა მხარეებს კომპრომისის მიღწევაში დახმარებოდა, მაგრამ უთანხმოება და დაძაბულობა მხარეებს შორის ძველებურად რჩება. ხუთშაბათს მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
მოსკოვმა საქართველოსთან პრობლემა მსო-ს დეკემბრის სამიტამდე უნდა მოაგვაროს. 2009 წლის შემდეგ ეს ორგანიზაციის პირველი სამიტი იქნება. რუსეთს შეუძლია მსო-ში გაწევრიანება ხმების უმრაველოსობით მოითხოვოს, მაგრამ აშშ-მ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ამას არ ემხრობიან. შეერთებული შტატების წარმომადგენლების თქმით, ისინი მხარს უჭერენ რუსეთის წევრობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯექსონ-ვენიკის შესწორებიდან (1974 წლის კანონიდან), რუსეთის პერმანენტულ გამორიცხვას გამოიწვევს. ეს კანონი ზღუდავს ვაჭრობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ხელს უშლიან თავიანთი მოქალქეების ემიგრაციას. თეთრმა სახლმა პირობა დადო, რომ კონგერესზე ზეწოლას მოახდენს იმისთვის, რომ შესწორება გაუქმდეს, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.
რუსეთს საკუთარ გაწევრიანებისდმი გრილი დამოკიდებული აქვს. რუსეთმა ამით შეიძლება უფრო მეტი დაკარგოს, ვიდრე მიიღოს, რადგან მისი ექსპორტის მთავარი მუხლები – ნავთობი და გაზი არ იბეგრება ტარიფებით ან არ ექვემდებარება მსო-ს წესებს. ამ ორგანიზაციაში შესვლა კარს გაუხსნის მასობრივ იმპორტს, რასაც აუცილებლად არ მოსდევს ახალი ექსპორტით კომპენსაცია, რითაც პოტენციურად უარესდება სავაჭრო დეფიციტი.
რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გულწრფელად სურთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობა მოლპარაკებების ტაქტიკას უჭერს მხარს, რომლის თანახმად აცხადებენ, რომ ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან.
თუკი რუსეთი წევრობას ვერ მიიღებს, „ჩვენ ამას გადავიტანთ“, განაცხადა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოთხშაბათის სატელევიზიო ინტერვიუში.
foreignpress.ge
1012
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85