საქართველო: მილიარდერი ივანიშვილის ბნელით მოცული საიდუმლო

საქართველო: მილიარდერი ივანიშვილის ბნელით მოცული საიდუმლო


ბიძინა ივანიშვილმა, კარჩაკეტილმა, ფორბისის სიებში მოხვედრილმა მილიარდერმა თავისი მოელვარე სასახლიდან განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტერია. ბევრ ქართველს მის პოლიტიკურ გამოღვიძებაზე ასეთი განცდა დაეუფლა – „ის ცოცხალია“ (ამერიკული საშინელებათა ფილმის სათაური). მაგრამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დრაკულასა და „ბეჭდების მბრძანებლის” ყველა ხუმრობა სრულიად ახალ ხარისხში აიყვანა, როდესაც ივარაუდა, რომ ბიზნესმენი შავი მაგიითა დაკავებული.

ივანიშვილი ფერდობზე აგებულ უცნაურ სასახლეში ცხოვრობს, ერიდება საჯაროდ გამოჩენას და ძლიერი რუსული აქცენტით ლაპარაკობს. მოკლედ, მას ყველა ის ტარიბუტი აქვს, რომ კლასიკურ საშინელებათა ფილმის ბნელი მეუფის როლში წარმოაჩინონ.

ჰოდა, მთავრობამაც, რომელიც ჯერ კიდევ ხარობს ჰოლივუდთან მისი ბოლოდროინდელი კონტაქტით, როგოც ჩანს, ეს გააცნობიერა.

გუშინდელ განცხადებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უჩვეულო მინერალები და ბეჭდური ინფორმაცია ოკულტური ხასიათისა, რომელსაც მომავლის წინასწარმეტყველებისთვის იყნებებ „ ნაპოვნია ივანიშვილის რუს მრჩეველთან, ვალერი ლევინთან, მაშინ, როდესაც ის 22 ოქტომბერს თბილისში ჩამოფრინდა. პოლიციამ ძალა არ დაიშურა ამ მასალების შესამოწმებლად, ფოტოფირზე გადასაღებად და საზოგადოება დაარწმუნა, რომ მინერალები „ადამიანის ჯანმრთელობას” საფრთხეს არ უქმნის.

რაღა თქმა უნდა, ეს საგნები მოსკოვიდან ჩამოვიდა, ყველა სახის ბოროტების ცენტრიდან. შესაძლოა ამიტომაც აღარ შეიწუხა თავის სამინისტრომ იმის ახსნით, თუ რისთვის დაიკითხა და გაიჩხრიკა ლევინი.

ზოგიერთმა ადგილობრივმა კომენტატორმა საქართველოს მთავრობას, მას შემდეგ, რაც მან მილიარდერს მოქალაქეობა ჩამოართვა და საქართველოში მოქმედი მისი ბანკის ფულადი სახსრები დააპატიმრა, პარანოიის დიაგნოზი დაუსვა. მაგრამ ცოტა თუ ელოდა იმას, რომ ექსცენტრული ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოთქმული ბევრი ბრალდება ზებუნებრივის სფეროში გადაინაცვლებდა.

(ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ Civil.ge-ს განუცხადა, რომ ჟურნალი და ქვები მისი კლიენტის 14 წლის გოგონასთვის იყო განკუთვნილი. ის, როგორც ჩანს, ძალიანაა დაიტერესებული ასტროლოგიით, მაგრამ ეს დეტალები ძირითადად სადღაც გაიფანტა).

საქმე ისაა, რომ მინიშნებები ადამიანის მონაწილეობაზე რიტუალებში, რომლებშიც ბროლის ბურთს იყენებენ, შეიძლება ბევრისთვის აბსურდული სულაც არ აღმოჩნდეს და ბევრ ამომრჩეველს, ძალიან რელიგიურ საქართველოში, ამ ადამიანისადმი ინტერესი დააკარგვინოს.

იმავდროლად, ვაშინგტონი თავის მხრივ ითხოვს იმის გარანტიებს, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველამ პატიოსნად და სამართლიანად უნდა ითამაშოს – ეს კი, ბიჭებო, იმას ნიშნავს, რომ შავი მაგიის გამოყენება აკრძალულია.

და რადგანაც ივანიშვილის სასახლის თავზე ღრუბელი დგება, ხოლო სადღაც ფონზე ჭექა-ქუხილის ავისმომასწავებელი ხმა ისმის, ჩვენ განვაგრძობთ იმის თხრობას, თუ საით წაგვიყვანს ეს უცნაური ამბავი მომავალში.
foreignpress.ge