ია მეტრეველი მთავარ პროკურატურაში მივიდა

ია მეტრეველი მთავარ პროკურატურაში მივიდა

პოლიციელის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა ია მეტრეველი მთავარ პროკურატურაში მივიდა. 

ია მეტრეველს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან გამართავს იგი უწყებაში შეხვედრას. მისი თქმით, საქმესთან და გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალათან დაკავშირებით აქვს შეკითხვები.

"ეს თემა არ არის საჯაროდ სალაპარაკო. მე უბრალოდ მაქვს შეკითხვები. გამოძიებას ხელი რომ არ შევუშალო, არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს", - აღნიშნა მეტრეველმა.