პარლამენტში დღეს ელჩობის კანდიდატებს დაამტკიცებენ

პარლამენტში დღეს ელჩობის კანდიდატებს დაამტკიცებენ

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ელჩობის რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ . სხდომაზე ელჩობის კანდიდატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია წარადგენს.

რაც შეეხება ელჩობის კანდიდატებს, ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ნატალია საბანაძის კანდიდატურაა წარდგენილი, უნგრეთში - ზაზა კანდელაკის, ლატვიის რესპუბლიკაში - თეიმურაზ ჯანჯალიას, ავსტრიის რესპუბლიკაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში - კონსტანტინე ზალდასტანიშვილის, აშშ-ში - არჩილ გეგეშიძის, ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძის, უკრაინაში - მიხეილ უკლებას, იტალიის რესპუბლიკასა და რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) კარლო სიხარულიძის, საფრანგეთსა და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კი ეკატერინე სირაძე-დელონეს კანდიდატურაა წარდგენილი.

მათ უმრავლესობას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.