ბრედ პიტი ბარაკ ობამას ნათესავი ყოფილა

ბრედ პიტი ბარაკ ობამას ნათესავი ყოფილა


ახალი ინგლისის გენეალოგიის მკვლევართა ისტორიული საზოგადოების მიერ მოძიებული ცნობების თანახმად, სახელგანთქმული მსახიობი ბრედ პიტი მეცხრე მუხლის ბიძაშვილად ერგება აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას.

მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და ანჯელინა ჯოლის გენეალოგიაც გამოიკვლიეს. აღმოჩნდა რომ ბრედ პიტის მეუღლე ჰილარი კლინტონს ენათესავება. ამ ოთხეულს კი ერთი საერთო წინაპარი ჰყოლია, ქალაქ კვებეკში 1718 წელს გარდაცვლილი ვინ კარსონი.

გაირკვა რომ ქალბატონ ჰილარი კლინტონს საერთო წინაპრები ჰყავს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან მადონა, სელინ დიონი და ალანის მორისეტი.

ბარაკ ობამა უფრო პოლიტიკოსებს ენათესავება. არ დაიჯერებთ და მის საგვარეულო გენეალოგიაში რამდენიმე ყოფილი პრეზიდენტი აღმოაჩინეს. მისტერ ბარაკის შორეული ნათესავები იყვნენ ჯორჯ ბუში, ჯერალდ ფორდი, ლინდონ ჯონსონი, გარი ტრუმენი და თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილიც კი.

ახალი ინგლისის გენეალოგიის მკვლევართა ისტორიული საზოგადოება 1845 წელს დაარსდა და დღეისათვის აშშ-ში ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც ადამიანებს შორის ნათესაური კავშირების დადგენაზე მუშაობს.