საქართველოს არწმუნებენ დათანხმდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას

საქართველოს არწმუნებენ დათანხმდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას



ევროკავშირმა მიმართა საქართველოს შეასუსტოს მისი წინააღმდეგობა რუსეთთან, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, გააფრთხილა რა ის, რომ სრულდება ძალისხმევის ის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მოსკოვის ამ კლუბში გაწევრიანებისკენ იყო მიმართული.

ევროკავშირის სავაჭრო საკითხთა კომისარმა კარელ დე გიუჰტმა განაცხადა, რომ ევროკავშრმა და რუსეთმა მოაგვარეს ავტომობილების ნაწილებთან დაკავშირებული დავა და მოსკოვის მსო-ში გაწევრიანების გზაზე, რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღარ არსებობს.

რუსეთი, ეკონომიკურად განვითარებული ის უკანასკნელი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არ შედის, და ევროკავშირი და შეერთებული შტატები მის კლუბში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერენ მხარს, რათა გაუჩნდეთ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის საკანონმდებლო საფუძველი, რადგან მოსკოვი ხშირად არაპროგნოზირებადი სავაჭრო პარტნიორია.

ყველა მხარეს იმედი აქვს, რომ დეკემბერში დაგეგმილ მსო-ს მინისტერიალზე შეთანხმება შედგება, რაც ერთგვარ საზეიმო ნოტად გაიჟღერებს, რაც ასე იშვიათია დღეს, როდესაც მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების დოჰა-რაუნდის პერსპექტივები იმედისმომცემი არ არის და მთელს მსოფლიოში პროტექციონიზმის ზრდის ნიშნები ჩნდება.

თუმცა, საქართველო თავისი მტკიცე წინააღმდეგობით, უკანასკნელ რთულ დაბრკოლებად რჩება; ის მსო-ში გაწევრიანების წესებს ეყრდნობა, რომელთა თანახმად ორგანიზაციაში ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. საქართველოს წინააღმდეგობა 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ ამ ქვეყნისადმი თბილისის უწყვეტი მტრული დამოკიდებულებიდან მოდის.

შვეიცარიის ძალისხმევამ, რომელიც ამ დავის დარეგულირებაში შუამავლის როლს თამაშობდა, ჯერ-ჯერობით არსებითი შედეგი ვერ გამოიღო. გასული კვირის არაოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ სამშაბათისთვის მხარეებს შორის შეხვედრა იგეგმება, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ევროპელი დიპლომატები შიშობენ, რომ შეთანხმების მიღწევისთვის პოლიტიკური იმპულსი შესაძლოა იმ ფაქტმა შეასუსტოს, რომ მომავალ წელს ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ პრეზიდენტად ბრუნდება. პუტინს დიდი ხანია, რაც მსო-ს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს, და მისი ინიციატივით ალტერნატიული რეგიონალური საბაჟო კავშირი შეიქმნა, რომელშიც რუსეთთან ერთად ბელორუსი და ყაზახეთი გაერთიანდნენ.

„ახლა ძალიან ცოტა დრო რჩება საქართველოს და რუსეთს შორის ორმხრივი შეთანხმების მიღწევისთვის. მე ორივე მხარეს მოვუწოდებ განაგძონ ძალისხმევა კომპრომისის ძიებაში“, განაცხადა ბ-ნმა გიუჰტმა, შესთავაზა რა მათ დახმარება ამ ჩიხური სიტუაიციის გადაწყვეტის საქმეში.

თავის კომენტარებში, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, საქართველოსთვისაა განკუთვნილი, მსო-ს გენერალურმა დირექტორმა პასკალ ლამიმ პარასკევს განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის წევრებმა „არ უნდა შეინარჩუნონ ბლოკადა საკუთარი სიამოვნებისთვის“ და რომ ისინი უთანხმოების გადალახვას კეთილსინდისიერად უნდა შეეცადონ.

ზოგიერთი დიპლომატის აზრით, შეერთებული შტატების და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობები საქართველოს არაოფიციალურად ასევე არწმუნებდნენ.

დიპლომატიურ წყაროებს მიაჩნიათ, რომ ამ წლის ბოლომდე რუსეთის მსო-ში მიღებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდეს.

საქართველოსგან გამოყოფილი ორი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. მოსკოვმა ორივე ეს ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც 2008 წელს საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტს მოჰყვა; თუმცა მის მაგალითს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ ხუთშაბათს (მას შემდეგ რაც რუსულ-ქართული მოლაპარაკებები უკანასკნელად ისევ ჩაიშალა) განაცხადა, რომ თბილისის მთავარი პირობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საზღვრებზე რუსეთთან საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნაა. საქართველო აცხადებს, რომ ეს უკვე კომპრომისია და არ ითხოვს ამ საზღვრებზე საქართველოს საბაჟოს თანამშრომლების განთავსებას.

მანამდე ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთთან მისი მოლაპარაკებები მხოლოდ მოგვიანებით დასრულდება, იმ ახალი გართულებების წარმოქმნის ფონზე, რომელმაც ბევრ ევროპელ დიპლომატს აიძულა მოსკოვის რეალური განზრახვების შესახებ საკუთარი მოსაზრება შეეცვალა.

გასული წლის ნოემბერში, ბ-ნმა დე გიუჰტმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იგორ შუვალოვმა ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადეს. თუმცა მოგვიანებით მოსკოვმა ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები გააოცა, როდესაც თებერვალში ახალი ზომების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც აიძულებდა ევროპის იმ საავტომობილო კომპანიებს, რომლებიც ავტომობილებს რუსეთში აწარმოებენ, შიდა ბაზარზე შესასყიდი კომპონენტების წილის გაეზარდათ.

ევროპის ოფიციალური ძველებურად აპროტესტებენ რუსეთის სანიტარულ და ჯანდაცვით სტანდარტებს, რომელიც მათი აზრით თვითნებური და შერჩევითია.
foreignpress.ge