კამპანია ძალადობის წინააღმდეგ

კამპანია ძალადობის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი რიზ უიზერსპუნი გახდა სახე გლობალური კამპანიისა, რომელიც წამოიწყო კოსმეტიკურმა ფირმამ "Avon".

 

ეს კომპანია უახლოეს მომავალში გაყიდვაში გამოუშვებს საქველმოქმედო სამაჯურებს. ამ სამკაულების შეძენა ნებისმიერ მსურველს ინტერნეტის საშუალებით, სულ რაღაც სამ დოლარად შეეძლება. მათი გაყიდვით მიღებული მთელი შემოსავალი გაეროს “იუნისეფის” ფონდში გადაირიცხება (“განვითარეაბის ფონდი ქალებისთვის”).

 

რიზ უიზერსპუნი ამ აქციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამას დიდი გულმოდგინებით უწევს.

 

“იმედი მაქვს, ეს სამაჯურები ყველა ქალის ხელებს დაამშვენებს მთელ მსოფლიოში. ისინი იქცევიან სოლიდარობისა და ძალადობასთან ბრძოლის, იმედის სიმბოლოდ”. – განაცხადა მსახიობმა ქალბატონმა.