როდესაც ევრო ბიუროკრატი მხარს უჭერს ხოშტარიას, ის სინამდვილეში მხარს უჭერს ძალადობას, სიძულვილს, სხვისი ქონების დაზიანებას, რაც განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
„ეს ყველაფერი თვითონ ევროპას და ევროპულ ღირებულებებს აყენებს ძალიან დიდ შეურაცხყოფას. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ევროპული სტრუქტურების იმიჯი. ეს არის ევრო ბიუროკრატიის დღევანდელი სახე, რომელიც დაკავებულია სიძულვილის და ძალადობის ტირაჟირებით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ევროკომისია ელენე ხოშტარიას დასაცავად გამოვიდა. კანონდარღვევაზე არაფერს ამბობენ და ბრიუსელიდან პირდაპირ პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.