რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ “People” ერთი გამოკითხვის შედეგები დააჯამა. ამ ჟურნალის მკითხველებს “ყველაზე სექსუალური კინომსახიობი მამაკაცი დღეს ცოცხალთაგან” უნდა გამოევლინათ.
ყველასათვის მოულოდნელად ამ გამოკითხვაში ავსტრალიელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმენმა იმარჯვა. მან დიდი უპირატესობით გაუსწრო კოლეგებს, ჯორჯ კლუნის, ჯონი დეპსა და ბრედ პიტს.
43 წლის ავსტრალიელმა მსოფლიოში თითქმის ყველა ქალის გული მოინადირა არა მარტო თავისი მიმზიდველი გარეგნობით, არამედ იდეალური მეოჯახის სახელითაც.
ჰიუ ჯეკმენი უკვე 15 წელია ერთ ქალთან ცხოვრობს. მისი მეუღლე, მსახიობი დებორა ლი ქმარზე 13 წლით უფროსია.
ფილმის “იქს ადამიანები” ერთ-ერთი მთავარი გმირი აქტიურად მონაწილეობს ორი შვილის აღზრდაში. ჰიუ დიდი სიყვარულით უცხობს მათ დილაობით ბლინებს, ხოლო მოცლილობისას შუძლია საათობით იჯდეს ერთ ადგილზე და თვალყური ადევნოს როგორ თამაშობენ მისი საყვარელი პატარები საბავშვო მოედანზე.