ცნობილმა პიანისტმა პადერევსკიმ ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის ერთ სახლზე თვალი მოჰკრა აბრას, რომელზედაც ეწერა: “მის ჯონსი, მუსიკის მასწავლებელი. გაკვეთილი –ერთი დოლარი.”
მის ჯონსი ამ დროს უკრავდა შოპენის ნოქტიურნს მიუტევებელი შეცდომით.
პადერევსკიმ ზარი დარეკა. მუსიკის მასწავლებელმა კარი გააღო და მაშინვე იცნო პიანისტი. პადერევსკი უხმოდ მიუჯდა როიალს.
რამდენიმე დღის შემდეგ, პადერევსკიმ კვლავ გაიარა მის ჯონსის სახლის წინ, დაინახა ახალი დიდი აბრა მოოქროვილ ჩარჩოში: “მის ჯონსი, ცნობილი პადერევსკის მოწაფე. გაკვეთილი – ხუთი დოლარი.”