უსტარი ესე ღირსი კახელისაგან აწ პრეზიდენტად წოდებულსა, ყოვლად უღირსობასა და უჩოყლაყებულესობასა!
შავღონდით შენის უსჯულოებითა, თავკერძობითა, აღვირახსნილობითა, გაუმძღრობითა, ყოვლის თქვლეფითა და ქვეყნის ყვლეფითა, უნამუსობითა, მრუშებითა, ოინბაზობითა და მასხარებითა!
მოვლენილი ხარ ბოროტისაგან, სასჯელად ღვთისა ჩვენსა ზედა! მოხველ ვარდებითა საცდურად ჩვენდა, წყეულიმც იყოს მომავლინებელი შენი!
წოდებული პარლამენტსა შიგან იქმენ ზურაბისა მიერ, პარლამენტისა თავადისა, კაცისა გონიერისა, ბევრისა მჭვრეტელისა, მაგრამღა გულბოროტთა ვერ მცნობელისა.
აღზევდი მანქანებითა პრეზიდენტ ედუარდისა, „თეთრ მელად“ წოდებულისა, მცირედ კეთილმოქმედისა და მრავალთა სიავეთა მქმნელისა, შენბერ გაიძვერეთა, ყალბისმქმნელთა და მექრთამეთა მფარველისა.
მომავლინებლის შენის ბორტის ძალითა და მზაკვრობითა დიდითა შენითა დამამხობელო აღმზევებლისა შენისა, მოსპე ზურაბიცა, ეცრუე მას ნინოსა, წარიტაცე და სიყალბითა ერთმან იპყარ უკეთურ ხელთა შინა ხელმწიფებაი საქართველოისა, ხოლო ბოროტის ქმნითა, უკეთურობითა და სიცრუითა ამჟამად მძლავრობ ჩვენსა ზედა!
არცა მოყვრობისა და არცა მტრობისა წესის არ მცოდნევ, ამპარტავნებითა და სიბრიყვითა შენითა ვითარ მოგვაყენე მტერი ურიცხვი და ძლიერი კარსა ზედა ჩვენსა? საწყალობლად ძლეულ იქმენ ვერშემძლევ ომისა, დასთმე მამული, მტრისაგან აოტნე და მოსრნე ქართველნი, აოხრე ქვეყანა, ომშიგან პირისმხმეჭელო, ჰალსტუხისა ჭრელისა გინა წითელისა მკვნეტელო, შემკრთალო, მფრხთალო, მხოხავო, ვითარცა იქედნევ, შიშისგან მჭამელო მიწისა.
ვითარ შეურაცხყავ საფლავი დიდისა მეფისა ჩვენისა, წმინდისა, მირონცხებულისა, აღმაშენებლისა, ცრუითა ფიცითა შენითა? მოგვკერძე ჭირი მრავალი ქართველთა, დუხჭირ, უპატიო და პატიმარ ჰყავ მრავალნი უბრალონი ამა ქვეყნისა.
ვერცხლისმოყვარენი, მზაკვარნი, მლიქვნელნი, შენებრ ფლიდნი, თავხედნი და ყოვლისა კეთილისა საქვეყნოისა გამყიდველნი შეკრიბე, საძარცვად, შეურაცხყოფად და მონად ყოფად ჩვენდა.
დუხჭირ და ლუკმის მახვეწრად ჰყავ ბევრნი ქართველნი, უმეტესნიცა ილტვოდეს ამა ქვეყნიდან, ხოლო შენ და უმგვანო ამალაი შენი უსჯულოებასა და ურცხვობასა, ლოთაობასა, სიძვასა და მრუშობასა, ტინგიცობასა და ოინბაზობასა, ტლინკაობასა და მასხარაობასა მიეძალენით. არღარა არს საქმე სასირცხვო არ ქმნული თქვენგან.
მზაკვარნი მსტოვარნი და სასტიკნი მარბიელნი შენნი აღავსებენ ქვეყანასა ამას, რომელი გარდაქცეულ არს სათარეშოდ მათდა; ქვეყანა ესე სიმართლისა მოყვარული ჩვეულ იქნა უსამართლობასა მრავალსა, უბრალოთა და მართალთა დაშინებასა და უწყალოდ დევნასა, მტყუანის გამართლებასა და მართალის განკითხვასა, უმართლო მსჯავრის დადებასა და დატყვევებასა, მდიდართა, გინა ღარიბთათვის ლარისა მრავალისა, სახლთა და დიდძალ საჭურჭლეთა წართმევასა, შემძლეთა, გინა არა შემძლეთათვის მძიმე ხარკისა დებასა.
განდევნე მართალნი, არბიე მართლისა მაცნე „იმედი“, რომელმაც გამხილა შენ და მონანი უბადრუკნი შენნი, პატრონი „იმედისა“ დაამხე და მოსპე, გასძარცვე ოჯახი მის მკვდრისა.
სისხლი მრავალთა არის შენს ზედა, რამეთუ ხარ მკვლელ, გინაღა მფარველი მკვლელთა!
ვითარ შენა ხარ ცრუ, ეგრეცა საქმენი შენნი. ამპარტავნებითა განიდიდე თავი შენი ამა ცრუ საქმეებითა. ზრახვანი შენნი, ვითარცა საქმენი, მავნე და ბოროტნი იქმნენ – უცხოთა სასტუმროდ გსურს და შენდა სიძვის სახლად ქვეყანაი ესე ქართველთა.
სიცრუის მანქანება შეჰქმენ - ხელქვეით ტელევიზიებსა შინა ფლიდნი მაცნენი ამრავლნე, ცრუდ განმადიდებელნი ბოროტთა საქმეთა შენთა, და ცილის დამწამებელნი კაცთა მიმართ კეთილთა, მართლისმქნელთა და მამულის მოყვარეთა!
სიცრუის მანქანებითა შენითა ცდუნდნენ მრავალნი, ძვირადღა იპოვებოდეს კაცი ამა სოფლად, განმრჩევი მტყუან–მართალისა, კეთილისა და ბოროტისა, ჭეშმარიტისა და ტყუილისა.
ხოლო ვინცა იპოვებოდეს მართალნი, შეიკრიბნეს ძვირის სათქმელად და წინაღდგომად შენდა. მარბიელნი სასტიკნი და ულმობელნი მიუსიენ, ბოროტთა მარბიელთა მათ მართალთა ამათსა ზედა იმძლავრეს, უწყალოდ თავ–ყბა ამტვრიეს, აოტნეს, ორნიცა მოჰკლეს და ურცხად სახურავსა ზედა, ვითარცა დენითა დამარცხებულნი შემოდვეს, მრავალნი ატყვევნეს, შემდგომად გვემნეს და ტანჯვითა მრავლითა სტანჯეს.
დაშინდნენ და შედრკენ მრავალნი, იგუებდნენ ბოროტებასა შენსა.
ბოროტებანი შენნი არიან მრავალ და დიდ. უსამართლოდ მძლავრობისა შენისა უღელსა ქვეშე ხვედრი ჩვენი უმძიმეს არს და უმწარეს. დრტვინვისა ჩვენისა მიმართ ყრუი ხარ და ბრმაიცა ხარ, სიდუხჭირისა და პატივაყრილობისა ჩვენისა ვერ მხედველ!
არღა იყო საშველი ჩვენდა და აჰა, გამოჩნდა კაცი დევნილთა და მართალთა მფარველად, ჩაგრულთა მკურნალად, სამართლისა აღმდგენლად და სიცრუისა და ბოროტებისა შენისა განდევნად. კაცი ესე არს მქონებელ საჭურჭლისა ურიცხვისა, მხნე და ქველმოქმედ, შემძლე მრავალთა სიკეთეთა, პატრონი და განმკითხავი მრავალთა.
კაცმან ამან ქართველმან აღიღო პირი თვისი და ამხილა ბოროტებანი შენგან და შენებრ ფლიდთა მიერ ქმნულნი. დაიქადნა და შესწევს ძალაიცა არჩევნებში დასამარცხებლად შენდა. მოუწოდა შემძლე კაცმან ამან მართალთა შეკრებად და არჩევნებში წინაღდგომად ბოროტისა.
ხოლო შენ, გულდედლად ძრწი ამა შემძლე კაცისა წინაშე; ვითარცა ჩვეულ იყავ, უფრორე მზაკვრობასა და ვერაგობასა იქმ შიშისაგან. ვინაითგან არა ხელგეწიფების არჩევნებში წინაღდგომად ამა კაცისა, ცრუ სამართლითა აჰყარე მას უფლებანი მოქალაქისა, ატყვევნე ნათესავნი და მეგობარნი მისნი, გაძარცვე იგი, განაიარაღნე მცველნი მისნი და დევნი მას, რათა არ შეირყას ბოროტი ხელმწიფებაი შენი, კვლავაც ვაებად ჩვენდა.
აღივსო საწყაული მოთმინებისა ჩვენისა! რაითა გვიწვევ ძალადობით დამხობად შენდა? არა გვსურს შენებრ უკანონობაი და ბოროტებაი ვქმნათ! კანონის ძალითა და არჩევნებითა უნდა დასრულდეს ბოროტი ხელმწიფებაი შენი!
ვინაითგან მოყვასნი შენნი ქართველნი შეურაცხყავ უმართლო მძალავრებითა შენითა, გიწოდებთ შენ არა პრეზიდენტად, სახელად არა მიშად, გინდა მიხეილად, გვარად არა სააკაშვილად, გინდა სააკოვად, არამედ ოდენ ჩოყლაყად!
ამიერითგან იწოდები ოდენ ჩოყლაყად, რომელიც არს ერთი სახელი და ნიშნავს ერთობასა შემდეგ სახელთა: ბრმაი, ყრუი, ცრუი, სასტიკ, ფლიდ, ბრიყვ, ტინგიც.
ხოლო ამჟამდ მოგიწოდებ:
ჩოყლაყ, დადეექ!
დადეექ და განაგდე ჩოყლაყობაი შენი, რამეთუ მოახლოებულ არს ჟამი განკითხვისა შენისა!
კვლავაც ვერაგობისა ჩადენისა შემდგომად, ყველა ნათესავნი შენნი იწოდებოდნენ აგრეთვე ნათესავად ჩოყლაყისათა!
კვლავაც ბოროტისა ჩადენისა შემდგომად, ძენი შენნი იწოდნენ ძეთა ჩოყლაყისათა!
ხოლო ცოლი შენი – ცოლად ჩოყლაყისადა!
მიიღე ესე უსტარი გაფრთხილებად, რამეთუ მოეწივნეს ჟამი ღვთის რისხვისა შენსა ზედა!
დადეექ და შეინანიე, ჩოყლაყ!