სესიაშვილი: რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით, მხოლოდ იდეების გაცვლა ხდება

სესიაშვილი: რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით, მხოლოდ იდეების გაცვლა ხდება

აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ იდეების გაცვლა ხდება.

ამის შესახებ from.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოვხატავს, რომ ურთიერთობა დალაგდეს, მათ შორის დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით.

„თავისთავად ცხადია, რომ ყველა საკითხი მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით უნდა მოგვარდეს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ამიტომ, იმ წინადადებებს, რომელსაც სხავდასხვა შეთანხმებით ვისმენთ, ეს არის კეთილი პოლიტიკური ნების გამოხატვა. ამაზე არანარი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და დეტალებზე მას შემდეგ, ვისაუბრებთ, რაც რისკები გაიზომება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა,  სახელმწიფოს ინტერესები  გათვალისწინებული იქნება“, - დასძენს კანონმდებელი.  

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,  რომ აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენა შესაძლებელია და აღნიშნა,  - „ჩვენ ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაზე უნდა ვიმუშაოთ“.