მაჭავარიანი: პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი ხედვა უნდა წარადგინოს

მაჭავარიანი: პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი ხედვა უნდა წარადგინოს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველივე დღეს ვერ წარდგება.

როგორც from.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, მან დანამდვილებით იცის, რომ  პრეზიდენტი სტრასბურგში ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს გეგმავს,  სადაც საპატიო სტუმრის რანგშია მიწვეული.

„პრეზიდენტი ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოდის და მოხსენებაზე მუშაობს. რაც შეეხება პარლამენტში მის მოსვლას, ამაზე პრეზიდენტთან არ მისაუბრია. თუმცა,  ალბათ პარლამენტის თავმჯდომარე მასთან ერთად პროცედურას გაივლის.  პრეზიდენტი ხშირად მოსულა თებერვალში, მაგრამ არა პირველივე კვირაში. პრეზიდენტმა პარლამენტში თავისი ხედვა უნდა წარადგინოს. მითუმეტეს, რომ წელს ახალი არჩევნებია და მან საკუთარ ხედვებზე უნდა ისაუბროს“, - აცხადებს კანონმდებელი.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს,  კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს. პრეზიდენტის მოხსენების შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები იწყება და შეიძლება გაიმართოს დებატებიც. თუმცა, დებატების ფორმატი ბიუროს სხდომაზე უნდა შეჯერდეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის მიხედვით, თებერვლის პირველ სამშაბათს,  ანუ 5 თებერვალს გაიხსნება.