პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ დაამტკიცა

პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ დაამტკიცა

პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი” 90 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიცმსაჯულთა განსჯადი სფერო ხდებ.

რიგ საკითხებთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსესუსი შედგა და პარლამენტმა შეჯერებული ვარიანტი დაამტკიცა.

კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების მასშტაბი თბილისისა და ქუთაისის სასამართლეობის გარდა, ბათუმის სასამართლოზეც გავრცელდება.

ამასთან, სასამართლო ვალდებულია პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ საკუთრივ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსაც ეხება.

ასევე, პირის უფლება, დაკითხული იქნეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, 2013 წლის პირველი სეტემბრიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, მიღებული გადაწყვეტილებით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლებისა და მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენი პირების საქმეები განიხილება.