რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) პროგნოზით, საქართველოში წლის ბოლოსთვის ინფლაცია 9,5%-ს გაუტოლდება.
ამის შესახებ ნათქვამია EBRD-ის მიმოხილვაში "რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივა EBRD-ის საოპერაციო ქვეყნებში: ოქტომბერი 2011".
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული უკანასკნელი პროგნოზით, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის 4,3%-დან 5,5%-მდე იმერყევებს.
„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისისგან გაჯანსაღებას, ამის ნათელი მაგალითი 2011 წლის პირველ ნახევარში მისი საწარმოო მოცულობის 2,5%-ით ზრდაა. გამომდინარე იქედან, რომ საგარეო დაფინანსების პაკეტი, რომელიც რამდენიმე დონორის მიერ იქნა მობილიზებული, უმეტესად გახარჯულია, ხელისუფლებამ ფისკალური პასუხისმგებლობის კანონმდებლობა მიიღო და დაფინანსების კერძო წყაროების მოძიება დაიწყო. საგარეო გარემოს გაურკვევლობა და უმოქმედო სესხების დიდი მოცულობა, ფინანსური სექტორის მთავარ მოწყვლად მხარედ რჩება", - ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში.
სხვა მაჩვენებლებს რაც შეეხება, ევრობანკმა 2011 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5,0%-ზე დატოვა, ხოლო მეოთხე კვარტალში, ევრობანკის მონაცემებით, მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3,7%-ია. რაც შეეხება 2012 წელს, მშპ-ის საპროგნოზო საშუალო წლიური ზრდა 4,0%-ი, ხოლო მეოთხე კვარტლაში 4,3% იქნება.
წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდება მშპ-თან, EBRD -ის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის 5,5% იქნება, ხოლო გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4,2%-ს შეადგენდა.
864
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85