ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Rolling Stone” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილმა მომღერალმა ბობ დილანმა ახალი ალბომი ჩაწერა.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Chimes of Freedom Songs of Bob Dylan Honoring 50 Years of Amnesty International”. ის წარმოადგენს საქველმოქმედო პროექტს და მისი გაყიდვისაგან შემოსული თანხა მთლიანად ჩაირიცხება ორგანიზაცია “Amnesty International”-ის ანგარიშზე.
ამ ალბომში ბობ დილანის კომპოზიციების ქოუვერ-ვერსიებს სხვადასხვა პოპულარული მუსიკოს-შემსრულებლები ასრულებენ. მაგალითად მომღერალმა კეშამ ჩაწერა 1963 წელს ჩაწერილი კომპოზიციის “Don't Think Twice, It's All Right” ახალი თანამედროვე ვერსია.
მიმდინარე წლის აღმოჩენამ ადელმა კი ახალ სტუდიურ ჩანაწერში შეასრულა ბობ დილანის კიდევ ერთი ცნობილი კომპოზიცია – “Make You Feel My Love”.
ზემოთ დასახელებული მუსიკოსების გარდა ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს პატი სმიტმა, სტინგმა და ჯგუფმა “Dave Matthews band”. ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გამოვა.