შერონ სტოუნმა თავი შეირცხვინა

შერონ სტოუნმა თავი შეირცხვინა

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მსახიობმა შერონ სტოუნმა დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. რამდენიმე თვის წინ თბილისში ნამყოფ კინოვარსკვლავს ალბათ ერთი ანდაზა დაავიწყდა – “დუმილი ოქროა”.

 

წინა კვირას მიხეილ სააკაშვილის “დაქალმა” ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობ მერილ სტრიპს გაჰკრა კბილი.

 

“ის აულაგებელ საწოლს ჰგავს!” – ასე დაახასიათა სტოუნმა 62 წლის კოლეგის გარეგნობა.

 

მეორე დღეს მან მდგომარეობას თავი “ღირსეულად” დააღწია.

 

“მინდოდა მეთქვა, რომ მერილი ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. ამიტომაც არის, რომ ქალებს ადვილად შეუძლიათ მასთან გატოლება და მით უფრო, მისი მიბაძვა. სტრიპი ყველას ძალიან უყვარს და პატივს სცემს, რაღა თქმა უნდა მეც. სულაც არ მინდოდა მისი წყენინება, პირიქით, ვცდილობდი საკადრისი კომპლიმენტი მიმეძღვნა!” – განაცხადა მსახიობმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, მერილ სტრიპი ამ განცხადებამ სავსებით დააკმაყოფილა, შერონ სტოუნს ენაზე კბილის დაჭერა მაინც მართებდა. “აულაგებელი საწოლით” მოხსენიება არავის ესიამოვნება და ამ წყენას რამდენიმე ბოდიშის მოხდით ნამდვილად არ ეშველება.