სტუდია GNS და ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ:
რა ვითარებაში დაიღუპა თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი, ყოფილი მზვერავი 57 წლის სერგო თეთრაძე. ოჯახის წევრები და ”თავისუფალი დემოკრატები” ამტკიცებენ, რომ დაკავებული გლდანის ციხეში შემოაკვდათ, როცა მისგან სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე დუმს ყველა უწყება, თადარიგის ოფიცერი ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და სასტიკად სცემეს. პატიმარი დაკავებიდან ზუსტად 6 დღეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
* * *
რა ხდება რეგიონებში მაშინ, როცა იქ პრეზიდენტი სააკაშვილი ხალხთან შესახვედრად ჩადის. ხშირ შემთხვევაში ის კადრები, რასაც ნაციონალური არხერბი გვიჩვენებენ, დადგმული სპექტაკლია და სააკაშვილთან მიახლოებას მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც ადგილობრივი ხელისუფლება შეარჩევს. დანარჩენებისთვის კი სააკაშვილის სტუმრობა შესაძლოა ცუდად დასრულდეს. ასე მოხდა კახეთში, სადაც პედაგოგს პოლიცა მხოლოდ იმიტომ გაუწორდა, რომ მან პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა სცადა. მელაანელი მასწავლებლის გატაცების და ცემის ფაქტი დღემდე გამოძიებული არ არის,
* * *
როგორ იფლანგება ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი. ზაფხულში პომპეზურად გახსნილი ანაკლიის ხიდი აღარ არსებობს. მართალია, მისი მონტაჟისთვის უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, მაგრამ ხიდის მშენებლობა დღეს ხელახლა მიმდინარეობს. ანა გოჩაშვილი მოგიყვებათ იმ პროექტების შესახებ, რომლის მთავარი არქიტექტორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ნახავთ იმასაც, როგორ მოძრაობს საბიუჯეტო თანხები მმართველ პარტიასა და ნაციონალი დეპუტატების საკუთრებაში მყოფ სამშენებლო კომპანიებს შორის
* * *
ზუსტად ათი წელი გავიდა იმ დროიდან, როცა იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობის სხდომაზე მაშინდელი ელიტის ვილების ფოტოებს აფრიალებდა. ახალი ელიტური უბანი წყნეთში კი, ვარდების რევოლუციის შემდეგ გაშენდა და მას კაკლები ჰქვია. ნათია თოიძის რეპორტაჟში ნახავთ პრეზიდენტის რომელ ნათესავებს უშენებს ორ სუპერ თანამედროვე სამსართულიან ვილას კაკლებში მმართველი პარტიის ერთ-ერთ უმსხვილესი ფინანსური დონორი კომპანია “ვისოლი”.