ბრედ პიტმა პირველობა პრეზიდენტს დაუთმო

ბრედ პიტმა პირველობა პრეზიდენტს დაუთმო

ამერიკულმა კომპანიამ “Thomas Pink” ცოტა ხნის წინ სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და “აშშ-ის ყველაზე შნოიანი მამაკაცის” წოდების მფლობელი გამოავლინა.

 

პერანგების მწარმოებელმა ამ ფირმამ დაახლოებით ოთხი ათასი მომხმარებლის აზრი გაითვალისწინა და თანამემამულე მარიფათიანი მამაკაცების ათეულიც შეადგინა.

 

ამ ჩამონათვალის სათავეში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოექცა. მან ხმების უმნიშვნელო რაოდენობით გაუსწრო ცნობილ მსახიობ ბრედ პიტს.

 

საპატიო მესამე ადგილი ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა დაიკავა. მეოთხეზე მსახიობი დენიელ კრეიგი აღმოჩნდა, მეხუთე კი უბერებელ ალ პაჩინოს ერგო.

 

მეექვსე პოზიციაზე ჯორჯ კლუნი გავიდა, მეშვიდეზე კი ბილ ნაიი აღმოჩნდა.

 

საინტერესოა, რომ მერვე ნომრად ავანგარდისტი ენდი უორჰოლი დასახელდა, რომელიც დიდი ხანია ცოცხალი აღარაა.

 

ლიდერთა ათეულს კი კლინტ ისტვუდი და უილ სმიტი აგვირგვინებენ.