ხმა ერისა

ხმა ერისა

ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ – მამამ, მისი ერთ-ერთი პიესის რეპეტიციის დროს, შენიშნა, რომ მოქმედების დროს დარბაზიდან გავიდა მეხანძრე, რომელიც დიდი ყურადღებით უსმენდა წარმოდგენას. დიუმა მაშინვე წავიდა დირექტორის კაბინეტში, აიღო იმ პიესის ხელნაწერი, რომლის რეპეტიციასაც გადიოდნენ და ბუხარში ჩააგდო.

 

- რას სჩადიხართ? – იკითხა გაოცებულმა დირექტორმა.

 

- ეს სცენა არ მოეწონა მეხანძრეს და დარბაზი მიატოვა, ამიტომაც მოვსპე. ახლა მე კარგად ვხედავ რაც აკლია ამ სურათს.

 

და იქვე, დირექტორის მაგიდაზე დაწერა მთელი პიესა თავიდან