რა ხანია, საბჭოთა კავშირი ისტორია გახდა. პოსტკომუნისტურ პერიოდში ძეგლებისა განადგურებამ უამრავი ლენინის ძეგლი იმსხვერპლა, მაგრამ სახელმწიფოს სიმბოლოს წინაშე თავის მოდრეკის ტრადიცია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მაინც არ იკარგება.
ერბოსინ მელდიბეკოვის ”ოჯახური ალბომი” (რომელიც მან თავის ძმასთან, ნურბოსინ ორისთან ერთად შექმნა) გასაოცარმა ფაქტმა განაპირობა: ბოლო 120 წლის განმავლობაში, ერთ ადგილას, ტაშკენტის ცენტრში, ექვსი სხვადასხვა ძეგლი იქნა აღებული. ეს იმის ნიშანია, რომ რეგიონის ისტორია ყოველ ოც წელიწადში რადიკალურად იცვლებოდა: რუსეთის იმპერიის გუბერნია, ლენინიზმისა და სტალინიზმის ტრიუმფი, ბოლოს კი - დამოუკიდებლობა, რომლის სიმბოლოც თემურ ლენგია.
გასაოცარია ისიც, რასაც მელდიბეკოვი საკუთარი ოჯახის არქივში გადააწყდა: ხალხში სახელმწიფო ძალაუფლების სიმბოლოებისადმი დამოკიდებულება არ იცვლებოდა. ფაქტიურად, დღემდე არა მხოლოდ ნეფე-პატარძალი, არამედ მეგობრები და მთლიანი ოჯახები იღებენ სხვადასხვა ძეგლების წინ სურათებს, რათა თავიანთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები დააფიქსირონ. ცხადია, არსებობს ბუნებრივი და ტექნოლოგიური ცვლილებები, მაგრამ საზოგადოების რიტუალური ხასიათი მთლიანობაში არ შეცვლილა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს თავად ძეგლები ადამიანებისთვის სრულიად უმნიშვნელოა და საეჭვოა, რომ ისინი ვერც ამჩნევენ, რომ თაყვანისცემის ობიექტი შეიცვალა.
მეორეს მხრივ, ლენინის მეორე ძეგლი ტარაზში ტურარ რისკულოვის მონუმენტმა შეცვალა, რომელიც 1926 წლიდან 1937 წლამდე რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იყო. სოფელ ვანოვკაშიც, რომელსაც ახლა ტურარკენტი ჰქვია, რისკულოვმა შეცვალა ლენინი, ანუ ის ისტორიული ფიგურა, რომელმაც 1924 წლამდე, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნის ჟამს, რისკულოვის საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი.
მელდიბეკოვი სახელებს,დასახელებებს, იდეოლოგიისა და მითის სხვადასხვა ფენებს ადარებს ერთმანეთს. ის ცდილობს გაერკვეს ქაოსში, რომელიც ქალაქებისა და ქუჩების სამჯერ და ოთხჯერ გამოცვლილმა დასახელებებმა გამოიწვია და პოსტკოლონიური დისკურსის კლასიკურ ტენდენციამდე მიდის: ეთნოცენტრული ისტორიის სურათების განმტკიცებას ფესვები სჭირდება, მაგრამ მას ახლო წარსულის მოგონება შლის. ის თავის ოჯახს ამ კომპოზიციის აღდგენისაკენ უბიძგებს, რომელიც ოცი წლის წინ იყო გადაღებული. ასე განმარტავს ის ქვეყნის სიმბოლოებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაც ისტორიით მანიპულირების ხანგრძლივი ტრადიციითაა განპირობებული:
ხალხი და სახელმწიფო ძალაუფლებამხოლოდ ფონი არიან ერთმანეთსთვის. პოსტკოლონიური, ან თუნდაც ძალაუფლების საბჭოთა სიმბოლო, რომელზედაც რეალური ან მითური გმირია გამოსახული, მხოლოდა წარმავალი ობიექტი. ადამიანებისა და ცალკეული პიროვნებების როლი კი: ეს არის საყვარელი ცოლის პატარა ფიგურა, რომელიც ბატონის მონუმენტის მუხლს თუ სწვდება.