რობერტ პლანტის ახალი აღიარება

რობერტ პლანტის ახალი აღიარება

ორი დღის წინ გამოჩენილმა მუსიკოსმა, ჯგუფი “Led Zeppelin”-ის წევრმა რობერტ პლანტმა “Americana Music Association”-ის ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. მას ჯილდო მიეკუთვნა კატეგორიაში “წლის საუკეთესო ალბომი”, სტუდიური ჩანაწერისათვის “Band Of Joy”.

 

ზემოთდასახელებული ალბომი რობერტ პლანტისა და ჯგუფი “Band Of Joy”-ის ერთობლივი ნაშრომია. მან დღის სინათლე 2010 წლის სექტემბერში იხილა და გამოსვლისთანავე ამერიკული “Billboard 200”-ის ჩართებში მეხუთე პოზიცია დაიკავა.

 

რობერტ პლანტის გარდა “AMA”-ს ნომინანტები შემდეგი მუსიკოს-შემსრულებლები გახდნენ.

 

ქანთრის სტილში მომუშავე მომღერალმა და პროდიუსერმა ბადი მილერმა ორ ნომინაციაში იმარჯვა – “წლის საუკეთესო მუსიკოსი” და “წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი”.

 

“წლის საუკეთესო კომპოზიციად” ჯგუფი “Harlem River Blues”-ის სინგლი “Justin Townes Earle” აღიარეს, “წლის საუკეთესო ჯგუფის” წოდება კი “Avett Brothers”-მა დამსახურა.

 

“Americana Music Association”-ის ნომინანტების გამოვლენის საზეიმო ცერემონიალი ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობის უფლება ქანთრის, ბლუზის, ფოლკისა და როკ-ენ-როლის ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებს ეძლევათ.

 

გასულ წელს “AMA”-ს მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა როზანა კეშის სტუდიური ჩანაწერი “The List”, წლის საუკეთესო მომღერლად კი რაიან ბინგემი დაასახელეს.