ნონა მჭედლიშვილი "თავისუფლება"
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნით, პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ენიჭება. ამ მიზნით ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილებების კანონპროექტის პირველი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 13 ოქტომბერს გაიმართა.
საბანკო ანგარიშების მონიტორინგის დაწესება ნაწილია იმ საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომლებსაც ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების კანონპროექტი მოიცავს. ამ ცვლილებების მიზანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის კახა ანჯაფარიძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის სრულყოფა და გარკვეული დეფინიციების ხელახალი ჩამოყალიბებაა. საბანკო ანგარიშების მონიტორინგთან დაკავშირებით, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს სრულიად ახალი მუხლი ემატება. ცვლილების თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე. ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებული იქნება ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
რა შორსმიმავალი მიზანი აქვს ასეთ რეგულაციას და გამოიწვევს თუ არა ცვლილება კომერციული ბანკებისადმი ნდობის შესუსტებას? პარლამენტის ოპოზიციურ სპექტრში - კერძოდ, „ქრისტიან-დემოკრატებში“ - გაჩენილ ამ შეკითხვებზე კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, კახა ანჯაფარიძეს, შემდეგი პასუხი აქვს:
”აქ არ დგას ნდობა-არნდობის საკითხი. აქ დგას საკითხი შემცირდეს კრიმინალი და პრინციპში ყველა პროგრესული სახელმწიფო აქეთკენ დგამს ნაბიჯებს, რომ ებრძოლოს ფულის გათეთრებას. ეს არ არის ლოკალური დანაშაული და ეს არ არის კანონი, რომელიც ამ შემთხვევაში მიიღო ერთმა ქვეყანამ, საქართველომ. ეს არის მთელი რიგი რეგულაციები. ამასთან დაკავშირებით იდება მთელი რიგი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები, ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში შედის ასეთი ცვლილებები, იმიტომ რომ ცივილიზებული კაცობრიობა შეთანხმდა, რომ არის რაღაცა დანაშაულები, რომლებსაც ცივილიზებული სამყარო უნდა ებრძოდეს ერთად.”
კახა ანჯაფარიძის თქმით, საბანკო ანგარიშებზე მონიტორინგის დამყარების მიმართულებით ცვლილებებს, საერთაშორისო პრაქტიკის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც განაპირობებს. თუმცა ამ განმარტების მიუხედავადაც, ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე ეჭვობს, რომ ქვეყანაში ტოტალური საბანკო და საგადასახადო კონტროლი მყარდება და საკანონმდებლო ცვლილებებიც სწორედ ამას ემსახურება:
”იწყება, როგორც ჩანს, ტოტალური კონტროლი. ჯერ იყო მთლიანად იურიდიულ პირებში მსტოვრების შეშვება, ახლა საბანკო ანგარიშების სრულ კონტროლზეა ლაპარაკი. რა ხდება, ნიშნავს თუ არა ეს აბსოლუტურ და სრულ ტოტალურ კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან კომერციული საქმიანობის - მათ შორის, სხვათა შორის, ამ კომერციულ საქმიანობასთან მიბმული პოლიტიკური საქმიანობის?”
ლევან ვეფხვაძის მიერ პარლამენტში დასმული შეკითხვებით, ჩვენი მხრივ, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს დავით ნარმანიას მივმართეთ. მისთვის, როგორც ფინანსისტისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო საქმიანობას ზედამხედველობას უწევს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო, ზედამხედველობის სააგენტო. ეროვნულ ბანკთან არსებული ეს ორგანო შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასაც ეწევა.
”დამატებითი რეგულაციების შემოღება, მით უმეტეს სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობასთან ან კონტროლთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ქმნის გარკვეულ უხერხულ მომენტებს. მთავარია რისი ფუნქცია ექნება. თუ ეს უბრალოდ ზედამხედველობა იქნება, მაშინ უბრალოდ ფუნქციების გაორებასთან გვექნება საქმე, თუ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაა, სააგენტო, როცა გამოავლენდა რაღაცა კრიმინალის ფაქტებს, რა თქმა უნდა, რეაგირებას ისედაც სამართალდამცავი ორგანოები ახდენდნენ და ამის უფლებამოსილება მათ ისედაც ჰქონდათ. გარკვეული კითხვის ნიშნები არის, რა თქმა უნდა.”
ახალი რეგულაციის პროექტის თანახმად, ბანკმა, მოთხოვნის შემთხვევაში, გადარიცხვის შესახებ თანხის გატანამდე უნდა აცნობოს პროკურატურას, ეროვნული ბანკის კონტროლის შემთხვევაში კი ეს პოსტფაქტუმ ხდებოდა, -ამბობს დეპუტატი, ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისათვის” თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, რომელიც ამ ცვლილების პოლიტიკურ ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების საბანკო აქტიურობა გააკონტროლოს:
”შენ ანგარიშს უყურადებენ და აკვირდებიან ან იმ მიზეზით, რომ ეს ანგარიში გამოყენებულია საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენისთვის, ან ამ ანგარიშის საშუალებით შეიძლება მიაგნონ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების ადგილმდებარეობას. მე დარწმუნებული ვარ, ეს კეთდება სპეციალურად საარჩევნო წლისთვის, რომ ვითომდა არარსებული სისხლის სამართლის საქმეების საფუძველზე გამოტანილი განჩინებებით უამრავ საბანკო ანგარიშს დაუწესდეს შესაბამისი
797
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85