თეა წულუკიანი: ჟვანიას   საქმე,  ახალი ხელისუფლებისთვის ღირსების საკითხი და პრიორიტეტია

თეა წულუკიანი: ჟვანიას საქმე, ახალი ხელისუფლებისთვის ღირსების საკითხი და პრიორიტეტია

იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის განაცხადებით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას   საქმე,  ახალი ხელისუფლებისთვის ღირსების საკითხია და გამოძიების შედეგებზე საუბარი დღეისთვის მართებული არ იქნება.

„ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ჩვენი ხელისუფლების ღირსების საკითხი და პრიოროტეტია. აქტიური ტემპით მიმდინარეობს ამ საქმეზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ როდის დასრულდება გამოძიება, ამაზე ახლა საუბარი იქნება წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან გამოძიება ისეთი რამაა, რომ დღეს დასრულებული გგონი,  მაგრამ შეიძლება ახალმა ჩვენებამ ახალი გარემოება აჩვენოს. ამიტომ, როცა დამთავრდება გამოძიება, მაშინ განვაცხადებთ და მთავარი პროკურორი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი სპიკერი“, - განაცხადა წულუკიანმა.