ამინისტია  უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი პირების გარდა ყველას შეეხება

ამინისტია უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი პირების გარდა ყველას შეეხება

ერთი მეოთხედით იმ პირებსაც შეუმცირდებათ სასჯელი, რომელთაც ამინისტია აქამდე არ ეხებოდათ.

როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სასჯელის შემსუბუქება ¼-ით იმ მსჯავდებულებისთვისაც მოხდება,  ვისაც ამინისტია არ ეხებოდა.

„ამინისტია ძალიან დიდ ნაწილს ეხებდა და მცირეს არა, რაც  უსამართლობა იქნებოდა რომ ვინმე გამოგვეტოვებინა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება არის მიღებული“, - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნულ რეგულაციას ბესელიას კომიტეტთან ერთად მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც დაუჭირა. თუმცა, ეს ნორმა იმ პირებს არ შეეხება, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.