ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემა “New Musical Express”-მა გამოაქვეყნა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში საუკეთესო 150 კომპოზიციის ჩამონათვალი.
ჟურნალის ვერსიით, ამ სიის სათავეში ჯგუფი “Radiohead”-ის კომპოზიცია “Paranoid Android” მოექცა. ის 1997 წლის ალბომში “OK Computer” იყო შესული.
მეორე ადგილი კანადური ჯგუფი “Arcade Fire”-ს სინგლმა “Rebellion (Lies)” დაიკავა. ეს კომპოზიცია ჯგუფის მიერ 2004 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომში “Funeral” იყო წარმოდგენილი.
მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა ჯგუფი “Outkast”-ის კომპოზიცია “Hey Ya!”. მან დღის სინათლე 2003 წელს იხილა და შესული იყო ალბომში “Speaker Boxxx/The Love Below”.
საუკეთესო კომპოზიციების პირველი ათღეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. Radiohead - "Paranoid Android”
2. Arcade Fire - "Rebellion (Lies)"
3. Outkast - "Hey Ya!"
4. The Strokes - "Last Nite"
5. The Killers - "Mr. Brightside"
6. The White Stripes - "Feel In Love With A Girl"
7. Hot Chip - "Over And Over"
8. ემი ვაინჰაუსი – “Rehab”
9. The Verve - "Bittersweet Symphony”
10. The Libertines - "Time For Heroes”