ირაკლი ალასანიას მოადგილეებად ზაზა ბროლაძე და თამარ ქაროსანიძე დაინიშნენ

ირაკლი ალასანიას მოადგილეებად ზაზა ბროლაძე და თამარ ქაროსანიძე დაინიშნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილეებად ზაზა ბროლაძე და თამარ ქაროსანიძე დაინიშნენ.

მოადგილეები ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიამ წარადგინა.

თავდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ზაზა ბროლაძე სხვადასხვა დროს პოლიტიკისა და მართვის კონსტანტინგ ჯგუფში მუშაობდა. ის ასევე იყო USAID-ის კონტრაქტორი საქართველოში, ასევე საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის უფროსი, ასევე ფინანსთა მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ასევე გაზეთ „ეკონომიკური ჟივიუს" კომერციული დირექტორი.

რაც შეეხება თამარ ქაროსანიძეს, ის სხადასხვა დროს იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სამოქალაქო პროგრამის დირექტორი, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს, 4 დამკვირვებელი ორგანიზაციის ერთობლივი საარჩევნო მედია-ცენტრის ხელმძღვანელი.

თავდაცვის მინისტრს უკვე ხუთი მოადგილე ჰყავს. მინისტრმა სამი მოადგილე 31 ოქტომბერს წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლევან დოლიძე დაინიშნა, რომელიც იმავდროულად თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციასაც ასრულებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ასევე არიან ალექსანდრე ბურჭულაძე და ირაკლი გეგეჭკორი.

ალექსანდრე ბურჭულაძის ძირითადი მიმართულება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო დისციპლინის და კონტროლის დამყარებაა, ირაკლი გეგეჭკორი კი თავდაცვითი უსაფრთხოების საკითხებს უწევს კოორდინირებას.