ივანიშვილი: გუშინ ვნახე, ვანო მერაბიშვილი თუ როგორ გმირულად გამოდიოდა დაკითხვიდან

ივანიშვილი: გუშინ ვნახე, ვანო მერაბიშვილი თუ როგორ გმირულად გამოდიოდა დაკითხვიდან

გუშინ, კადრებს მივაქციე ყურადღება და ვნახე, ვანო მერაბიშვილი თუ როგორ გმირულად გამოდიოდა დაკითხვიდან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა,  ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით,  ყველა დაპატირებულს პოლიტიკურ ნიშანს აძლევენ და ეს სიტყვა გააფერმკრთალეს.

 „პროცესს არ შევაფასებდი.  გუშინ ვნახე, რომ სად იყვნენ და სად არიან დღეს. კარგი პროცესია და მხარდაჭერებიც მოუგროვებიათ, მაგრამ ამ ხალხის მოგროვებისათვის რამდენი დრო დახარჯეს, ეს სხვა საკითხია. გაიხსენებთ რა იყო არჩევნებამდე,  დღევანდელი დღე ნახეთ და მიხვდებით, რომ პროგრესია. ყველა დაპატიმებას აძლევენ პოლიტიკურ ნიშანს და  ეს სიტყვა გააფერკმთალეს. არ შეიძლება, რომ ნებისმიერ გამოძახებაზე და დაპატიმრებაზე პოლიტიკური საარჩული გაუკეთო ყველაფერს“, -  განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობს“ მოუწოდებს რეალობაში მოვიდნენ და რეალისტები გახდნენ.

„ესენი აგრძელებენ ძველი იდელოოგით ცხოვრებას და არაფერი  გამოუვათ. არ მაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი პასუხისგებაში მიეცეს. პირიქით, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე ეს ფსიქოლოოგიური ბალანსი აღდგეს. საქართველოს მოსახლეობა არ არის ისეთი ბრიყვი როგორც მათ ჰქონიათ. ყველა ყველაფერს ხვდება. ევროპასა და ამერიკაშიც გაიგებს  რა იქნება და რა ხდება დღეს“,. - დასძინა პრემიერმა.