ბილ მიურეიმ წარსული გაიხსენა

ბილ მიურეიმ წარსული გაიხსენა

ცოტა ხნის წინ, ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბილ მიურეი “MTV”-ის ესაუბრა და საკუთარი ბიოგრაფიიდან ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

 

მსახიობმა აღიარა, რომ 1989 წელს მას შესთავაზეს ბეტმენის როლი ეთამაშა რეჟისორ ტიმ ბერტონის სურათში. ის თურმე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახლდათ კაცი-ღამურას როლზე, მაგრამ ბოლო წუთს ბერტონმა მის ნაცვლად მაიკლ კიტონი აიყვანა.

 

მიურეი დღემდე ნანობს, რომ პირდაპირ ცხვირწინ აართვეს ასეთი შანსი. ამის მიუხედავად მაიკლ ბერტონზე ნაწყენი მაინც არ არის, რადგან კიტონის მიერ განსახიერებული სუპერგმირი ძალიან მოეწონა.

 

“ვფიქრობ, მეც კარგი ბეტმენი ვიქნებოდი. თქვენც იცით, ის უკვე რამდენიმე მსახიობმა ითამაშა და, ვფიქრობ, ყველას მშვენივრად გამოუვიდა. მაგრამ მაიკლ კიტონი მაინც განსაკუთრებით ბრწყინვალეა. მან დიდებულად გაართვა თავი სამუშაოს, რაც მართალია, მართალია”. – განაცხადა ბილ მიურეიმ.