მიმდინარე წლის ნოემბერში სრულდება ოცი წელი, ირლანდიური ჯგუფი “U2”-ის მიერ გამოშვებული სტუდიური ჩაანაწერისა “Achtung Baby”. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბონომ და მისმა მეგობრებმა ერთი პროექტი განახორციელეს.
ირლანდიელმა მუსიკოსებმა ჯგუფებთან “Nine Inch Nails”, “The Killers”, “Garbage”-სთან და სხვა შემსრულებლებთან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულეს. მისი სახელწოდებაა “ANK – toong BAY – bi Covered”. ჩანაწერი წარმოადგენს პროექტს, სადაც სხვადასხვა ჯგუფები ასრულებენ “U2”-ის კომპოზიციების ქოუვერ ვერსიებს და ეძღვნება დისკი “Achtung Baby”-ის გამოშვების ოცი წლისთავს.
ამ ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ჯეკ უაიტმა, პატი სმიტმა, დემიან რაისმა და ჯგუფმა “Depeche Mode”.
ახალი ჩანაწერი დღის სინათლეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს იხილავს, ოღონდ მანამდე ის გამოიცემა ჟურნალი “Q”-ის უფასო დამატების სახით.
ამ სტუდიურ ნამუშევარში შემდეგი 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
1. Nine Inch Nails - "Zoo Station"
2. U2 – “Even Better Than The Real Thing”
3. დემიან რაისი - “One”
4. პატი სმიტი – “Until The End Of The World”
5. Garbage - "Who's Gonna Ride Your Wild Horses”
6. Depeche Mode - "So Cruel”
7. Snow Patrol - "Mysterious Ways”
8. The Fray - "Trying To Throw Your Arms Around”
9. გევინ ფრაიდე – “The Fly The World”
10. The Killers - "Ultraviolet”
11. Glasvegas - "Acrobat”
12. ჯეკ უაიტი – “Love Is Blindness”