კახა კალაძე „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე საქართველოში მყოფ „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ინტერ რაოს“ დელეგაცია საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და ამ ხნის განმავლობაში მათ კახა კალაძესთან რამდენჯერმე გამართეს შეხვედრა.

შეხვედრები „ინტერ რაოს“ წარმომადგენლების მოთხოვნით დახურულია. დელეგაციის წევრები არც მედიასთან აკეთებენ კომენტარებს.

გასულ კვირას, „ინტერ რაოს“ დელეგაციასთან პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა ძალიან დადებითი და კარგი გამოდგა.

მინისტრის  „ინტერ რაოსთან“ იანვრიდან მარტის ჩათვლით ახალი ხელშეკრულება გაფორმდება და მინისტრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური შემცირდეს.