სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ. და ნარკოსაშუალების განმეორებით რეალიზაციისათვის - 1972 წელს დაბადებული  ნონა ხ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მცხოვრები ნონა ბ. სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს". 2012 წლის 7 ნოემბერს დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამავე ბრალდებით წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში აღიძრა.

დაკავებული თეიმურაზ ხ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას პირადი ჩხრეკისას 26 ამპულა „მორფინი" აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დადგინა , რომ თეიმურაზ ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

სისხლის სამართლის საქმე ირივე დაკავებულის მიმართ 260-ე  მუხლის 1-ლი  ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას