საგანელიძე: „ქართული ოცნების“ რეიტინგი კოსმოსშია ასული

საგანელიძე: „ქართული ოცნების“ რეიტინგი კოსმოსშია ასული

IRI-ის წარმომადგენლებმა პარტიული კვლევის შედეგები „ქართულ ოცნებას“ გააცნეს.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, მმართველი ძალის  რეიტინგი კოსმოსშია ასული.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ძალიან დიდია და ეს ხელისუფლებისთვის  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

„ქართულ ოცნებას“ ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, რომელიც მართლა კოსმოსშია ასული“, - დასძინა კანონმდებელმა.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც დაესწრო.