გიგი უგულავამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

გიგი უგულავამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ქალაქ თბილისის მერი სოფელ წევასთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ წევასთან მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.