რობერტ პატისონის უცნაური ფობია

რობერტ პატისონის უცნაური ფობია

ამერიკული ყვითელი პრესის მტკიცებით, ცნობილ მსახიობ რობერტ პატისონს ერთი უცნაური ფობია გააჩნია. თურმე ნუ იტყვით და სურათი “ბინდის” უშიშარ ვარსკვლავს ბავშვობიდან ჯამბაზების ეშინია.

 

ადრეულ ბავშვობაში ნორჩი რობერტი ერთხელ ცირკის წარმოდგენას დასწრებია. სანამ სპექტაკლზე შევიდოდა მის თვალწინ საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მსახიობის თვალწინ აფეთქებულ ავტომობილში ჯამბაზი ცოცხლად დაიწვა.

 

იმ ისტორიის შემდეგ მსახიობი ამ პროფესიის ადამიანებს დამდუღრულივით გაურბის. საინტერესოა, რომ მის ერთ-ერთ ბოლო სურათში “წყალი სპილოებისთვის” რობერტი სტუდენტ-ვეტერინარს თამაშობს და ცირკში მუშაობს.

 

ანალოგიური შიში თურმე ჯონი დეპსაც გააჩნია. “კლოუნის ნიღბის ქვეშ ბოროტება და წყვიადი იმალება” - განაცხადა ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონი დეპმა.

 

“კარიბის ზღვის მეკობრეების” გმირი ვერ ხსნის, რამ გამოიწვია მისი უცნაური სენი. ფაქტია, რომ ბავშვობაში ალბათ ცირკის წარმოდგენას დაესწრო და მავანმა და მავანმა ჯამბაზმა ძალიან შეაშინა.