რიანა დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

რიანა დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

გუშინ დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა წინა კვირის საუკეთესო სინგლების ჩამონათვალი. “BBC News”-ის ინფორმაციით ამ სიას სათავეში, ამერიკელი მომღერალი რიანას ახალი კომპოზიცია “We Found Love” ჩაუდგა. ეს სიმღერა რიანამ დიჯეი კალვინ ჰარისთან ერთად ჩაწერა.

 

“We Found Love” მომღერლის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში “Talk That Talk” არის შესული, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა.

 

წინა კვირის სინგლების ბრიტანულ ჰიტ-პარადში მეორე ადგილზე ჯგუფი “Maroon 5”-ისა და კრისტინა აგილერას ერთობლივი კომპოზიცია “Moves Like Jagger” გავიდა, მესამეზე კი ჯგუფი “Sak Noel”-ის ახალი სინგლი “Loca People” აღმოჩნდა.

 

ალბომების ჰიტ-პარადში პირველობა არავის დაუთმო ჯეიმს მორისონის სტუდიურმა ჩანაწერმა “The Awakening”, მეორე ადგილზე სოულის მომღერალი ადელის “21”-ია, მესამეზე კი ჯგუფი “You Me At Six”-ის ალბომი “Sinners Never Sleep”.