ასადის რაზმები თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებს ბომბავს

ასადის რაზმები თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებს ბომბავს

თურქული გამოცემა CIHAN–ის ინფორმაციით, სირიის სახელისუფლო  ჯარები თურქეთ–სირიის საზღვრისპირა რაიონებს ბომბავენ.

დაბომბვა დღეს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, ჯერჯერობითარ არის.

სირიაშიუკვე წელიწადნახევარია სამოქალქო ომი მიმდინარეობს. გაეროს ოფიციალური მონაცმებით, დაღუპულია 40 000–მდე ადამიანი.

ორი კვირის წინ ყატარში სირიის ოპოზიციური კოალიცია ჩამოყალიბდა, რომელიც გაეროს ძალიან ბევრმა ქვეყანამ,აგრეთვე არაბულმა ქვეყანებმა ლეგიტრიმურად სცნეს, თუმცა ბაშარ ასადის მთავრობა ხელისუფლების დატოვებას არ აპირებს და ბრძოლას განაგრძობს.