ირანი არასახელისუფლო მედიას ხურავს

ირანი არასახელისუფლო მედიას ხურავს

ირანის არასახელისუფლო მედიის 23–მა გამოცემის რედაქტორმა ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის სახელზე წერილი დაწერა და  პრესის დახმარება სთხოვა.

„არმანის“,“აფტაბე იაზდის“,“აფერინეშის“,“კარ და კარგერის“, „მარდომსალარის“და სხვა გამოცემების მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ თუ ხელისუფლება მედიას არ დაეხმარა,ისინი იძულებულნი გახდებიან დაიხურონ და ათასობით ჟურნალისტი ქუჩაში დარჩება, რადგან ინფლაციასთან დაკავშირებით,ქვეყანაში გაძვირდა ქაღალდი და შესაბამისად, სტამბის მომსახურებაც.

ირანის განათლების მინისტრის განცხადებით,ქვეყანაში აღრიცხულია 5086 მედია–ორგანიზაცია, თუმცა მათგან მხოლოდ 3267 იბეჭდება.