სამხედრო პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო

სამხედრო პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან ერთად, თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი რაოდენობით შეაიარაღება ამოიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია ბრიფინგზე ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახა ჩიხრაძემ გააცნეს.

ვაკო ავალიოანის განცხადებით, საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სხვადასხვა კალიბრისა და მაყუჩიანი იარაღი რეგისტრირებული არსად არ არის.

„იარაღის საცავის შესახებ დღეს დილით გახდა ჩვენთვის ცნობილი, როდესაც ამ მოქალაქემ, რომლის ბინაშიც ინახებოდა ეს შეიარაღება, თავდაცვის უწყებას მიმართა. ამ დროისთვის გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება და არ კონკრეტდება ბინის მისამართი და ამ მოქალაქის ვინაობა“ - განაცხადა ავალიანმა და დასძინა, რომ ძიება დაადგენს, თუ რა დროს და რა მიზნით მოხდა შეიარაღების შეტანა საცხოვრებელ ბინაზე.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ სტუქტურებს.

ამასთან, გავრცელდება შეიარაღების ამსახველი ვიდეო-მასალა.